რეზონანსი
28.06.2022

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება და ნუ დავაკნინებთ იმას, რომ ჩვენ ასევე კონტრიბუტორები ვართ ამ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

„ნატოსთან გაფორმებული გვაქვს არსებითი თანამშრომლობის პაკეტი - ეს არის 16 მიმართულება, რომელიც ფუნდამენტურად განსაზღვრავს ამა თუ იმ თანამშრომლობის საკითხს. ამდენად, მგონია, რომ ამ მიმართულებების ჩაშლა და კიდევ უფრო გაღრმავება მოხდება. სხვათა შორის, გუშინ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიმართულება იქნება კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნებისმიერი თანამშრომლობა თანამედროვე სამყაროში არის როგორც ორმხრივი მოძრაობის ქუჩა. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება და ნუ დავაკნინებთ იმას, რომ ჩვენ ასევე კონტრიბუტორები ვართ ამ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში. ეს კონტრიბუცია გადის არა მარტო საკუთრივ საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონფიგურაციაში და სხვა მისიებში, რაც ნატოს ეგიდით განხორციელდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოკრძალებული ვართ, როგორც მთხოვნელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზომაზე მეტად მოკრძალებითაც ამ რიგში არ უნდა ვიდგეთ“, - აცხადებს ყიფიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×