რეზონანსი
28.06.2022

არახამია უსირცხვილო, სამარცხვინო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, დავით არახამიას ადგილზე რომ იყოს, „ერთი ღამითაც არ დაეძინებოდა“.

„არახამია ვინ არის, ყველამ კარგად იცის, სააკაშვილმა თვითონ აღნიშნა, რომ მისი „დაფრთიანებულია“, მერე „Free Misha”-ს მაისურით გამოდიოდა თვითონ. ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. გარდა ამისა, მგონი საზოგადოებაც აფასებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი. დღეში ასეულობით ადამიანი ეღუპებათ უკრაინაში, უმძიმესი ვითარებაა და ამ დროს მას სცხელა, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკოს. მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა, მაგრამ სინდისი რომ არ გაქვს და შუბლის ძარღვი, არახამია რომ ხარ, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებისთვის მოიცლი. ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი, რა უნდა ვილაპარაკო მასზე, არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დავით არახამია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს.

„ის არის იმ სცენარის თანამონაწილე, რომელიც ბაკურიანში „მოიხარშა“. სამარცხვინო კაცია, თავის თავს მიხედოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×