რეზონანსი
27.06.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე რუსების მიერ რაკეტის ჩამოგდებას ეხმაურება.

"ოკუპანტებმა რაკეტა ესროლეს სავაჭრო ცენტრს, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ცენტრი იწვის, მაშველები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას. მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი რთულია. [ცენტრი] რუსული ჯარისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. არანაირი სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა. იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მცდელობა ეცხოვრათ ნორმალურად, რაც ასე აბრაზებს ოკუპანტებს. რუსეთი აგრძელებს თავის უძლურობის ნთხევას მშვიდობიან მოსახლეობაზე. იქონიო იმედი, რომ ადეკვატურები და ადამიანურები იქნებიან, ამაოა", - თქვა ზელენსკიმ.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. აფეთქებას მსხვერპლის მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე არიან დაშავებულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×