რეზონანსი
27.06.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის" ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.

კერძოდ, პრეზიდენტმა მიიწვია G7, შეუერთდეს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის" სამიტზე გაკეთებულ მიმართვაში ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღო.

უკრაინის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მომავალში შესაძლებელს გახდის ისეთი კონფლიქტების თავიდან აცილებას, როგორიცაა რუსული აგრესია.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე და ეფექტური სარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობა უზრუნველყონ უკრაინის ფრონტიდან შორს მდებარე ქალაქებში. მისი თქმით, რუსეთი აძლიერებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ძირითადი უსაფრთხოების გარანტირება.

მან G7-ის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა დაცვისა და უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. ამასთან, მადლობა გადაუხადა მუდმივი სასანქციო პოლიტიკისთვის აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

„ეს გადაწყვეტილება სრულად ასახავს ჩვენს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ჩვენს წვლილს ევროპული ღირებულებების დაცვაში, რაზეც ჩვენ ყველა ვსაუბრობთ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×