რეზონანსი
27.06.2022

„დღის წესრიგიდან მეორე ფრონტის გახსნის იდეა არ მოხსნილა. თუ ამას აქამდე ღიად ლაპარაკობდნენ, ახლა შეამჩნიეს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოებაში პოპულარობა არ აქვს და შემოტევა შემოვლითი გზით გადაწყვიტეს. გამორიცხულია, არახამიას რაიმე მონაცემი ჰქონდეს. საუბარი, რომ ფოთის პორტში ტანკერი შემოვიდა, რომელსაც რუსული ნავთობი მოჰქონდა. როცა „ნაცმოძრაობამ" ამის თაობაზე გაიგო, საბუთების გადაკეთება მოითხოვეს, ვითომ ეს ტვირთი ყაზახეთის კუთვნილებაა. სიცრუის მასშტაბს დაუკვირდით - თურქეთი თავის გემით, რუსეთი ნავთობით, ყაზახეთი დოკუმენტების გაყალბებით და ვითომ, საქართველო ჩართულია სქემაში, როდესაც ქვეყანაში სანქცირებული ტვირთი უნდა შემოვიდეს და თან ამერიკელების მიერ აშენებულ პორტში. ამბობენ, რაც უფრო ძლიერია სიცრუე, მით უფრო დამაჯერებელი ხდებაო. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ტანკერის გადაადგილება, მით უმეტეს თუ მასზე ნავთობია, კონტროლდება სერიოზული და მაღალი დონის ტექნიკური მონაცემებით. რაც შეეხება გემს, გემი არც ერთ პორტზე არ შემოსულა, რეიდზე იდგა და როგორც კი დარწმუნდა ქართული მხარე, რომ ამაში აკრძალული ტვირთი იყო, არ შემოუშვა პორტში. დანარჩენი გაარკვიონ იმათ, ვისი გემი და ვისი ტვირთიც იყო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „ტელეგრამზე" დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება". არახამიას თქმით, „მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×