რეზონანსი
27.06.2022

„ზამთარში არსებობს ისეთი სცენარის საშიშროება, როდესაც რეალურად უნდა დაწესდეს შემცირება. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ევროპასა და გერმანიაში და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად", - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

მისი თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დასავლეთის მხრიდან ერთობლივი და სწრაფი მოქმედება.

„ჩვენ ჯერ იქამდე არ ვართ მისული, მაგრამ იმისათვის, რომ არ მივიდეთ, გვჭირდება გადამწყვეტი, ერთობლივი, სოლიდარობაზე დამყარებული და, უპირველეს ყოვლისა, ძალიან სწრაფი მოქმედება", - აღნიშნა გერმანიის იცე-კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ევროპისთვის Nord Stream 1-ის მილსადენით გაზის მიწოდება შეამცირა, რამაც განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა გერმანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×