რეზონანსი
26.06.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახი კახიშვილის შეფასებით, სამი ქვეყნის მიმართ არის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა და თუ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, საქართველო ბოლო ადგილზე იქნება.

„რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? იმიტომ, რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? იყო პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. ასე, ბატონ ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდა და რა, ოლიგარქია? არც ერთია ოლიგარქი, არც – მეორე და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი. მათ აქვთ დეკლარირებული შემოსავლები და დეკლარირებული ფულით მოვიდნენ. მე მიკვირს ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველების, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ასე „უპრაგონოდ“ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს ისე, რომ არც არიან საქმის კურსში.

დიახ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანონზე და ასეთი კანონი მოქმედებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა მათი კლუბის წევრობა, ჩვენ უნდა დავიცვათ თამაშის ის წესები, რაც მათთან არის. ისინი აკეთებენ პრევენციას, რომ ქვეყანას, რომელიც შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი, არ იმართებოდეს ისეთი ჯგუფების მიერ, რომლებიც კორუფციული გზით მდიდრდებიან და შემდგომში გავლენას ახდენენ ხელისუფლებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მიიღებს ამ კანონპროექტის ფორმირებაში მონაწილეობას“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×