რეზონანსი
25.06.2022

ამის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის დოკუმენტები, მათ შორის მემკვიდრეობის ფაქტი და თანხები საჯაროა.

„ყველაფერი არის აბსოლუტურად საჯარო, ღია, როგორც მემკვიდრეობის ფაქტი, ასევე ამ მემკვიდრეობით მიღებული თანხები.

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების ნულოვანი ნდობა მაქვს, მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, და უკვე მაქვს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ყველა დოკუმენტი, ჩემი ოჯახის, ასევე ანგარიშები, ყველაფერი შეისწავლონ და გაასაჯაროვონ",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. ამ საკითხზე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ განმარტება გააკეთა.

„ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში. მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად",- განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×