რეზონანსი
25.06.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის რადას დეპუტატის, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება დავით არახამიას განცხადებას ოლიგარქიაზე, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის სხვა ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩარევა. ამ ადამიანის პირადი პოლიტიკური, მორალური და ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით არახამიამ გუშინდელ აქციაზე საზოგადოებას პირობა მისცა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.

„გამარჯობა, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში! საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც. უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.

ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. სხვათაშორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ", - განაცხადა დავით არახამიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×