რეზონანსი
27.05.2022

არაა სწორი, როდესაც არგუმენტების დეფიციტის გადაფარვას ადამიანები ცდილობენ რამდენიმე რეგისტრით მაღალ ტონში საუბრით. ეს მიუღებელია და ეს არის ყველაზე მეტად დაშორება იმისგან, რაც უნდა იყოს რეალურად საპარლამენტო დებატის მთავარი არსი. - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტაბილური ეკონომიკური გარემო არის დამსახურება იმ სამართლებრივი რეფორმების, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და უკავშირდება ეკონომიკის სწორად რეგულირებას.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, იმ თვალსაზრისით, რაც ეხება სამართლებრივი ჩარჩოს სწორად განსაზღვრას, არის აბსოლუტურად მართებული და დღეს ეს გამოჩნდა, როდესაც აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის და მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ. დღეს, რომ სტაბილურია ეკონომიკური გარემო, ეს არის დამსახურება იმ სამართლებრივი რეფორმების, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და უკავშირდება ეკონომიკის სწორად რეგულირებას და არ შეიძლება არ დავასახელოთ „ მეწარმეთა შესახებ" კანონი, რომელმაც ძალიან წინ წაგვწია, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დღის წესრიგში.

ეს არის ის საბაზისო ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა დაზღვეულია მავნე გავლენებისგან, რომელიც შეიძლება მოდიოდეს გარე ფაქტორებისგან და ეს ბევრწილად არის დამოკიდებული სამართლებრივი ჩარჩოს გამართულობაზე. ის, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა სოციალური სახელმწიფოს იდეა, სიღარიბის დაძლევა, დასაქმების გაფართოება - არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელიც იყო მთავარი და რაც ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს",-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×