რეზონანსი
27.05.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რუსეთთან თამაში შეწყვიტოს და უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს უკრაინაში რუსეთის უაზრო ომის დასასრულებლად.

„უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არ გატყდება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ამ უაზრო ომისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.

ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავს, მათ შორის ემბარგოს რუსეთის ნავთობის იმპორტზე, თუმცა უნგრეთი ეწინააღმდეგება ამ იდეას იმ მოტივით, რომ მისი ეკონომიკა ძალიან დაზარალდება.

„კიდევ რამდენი კვირა შეეცდება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებას? რუსეთზე ზეწოლა, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, სხვადასხვა კამათი თუ მსხვერპლის ხარჯზე აგრესორის „დამშვიდების“ წინადადება მხოლოდ უკრაინელების მოკვლას ნიშნავს“, - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×