რეზონანსი
26.05.2022

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს, იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

პროკურატურა დოდონისთვის 30-დღიან პატიმრობას ითხოვდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი დღეს ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დოდონის ნათესავს პეტრ მერინიანს, რომელიც ასევე არის საქმის ფიგურანტი.

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 24 მაისს კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მანამდე, მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკა ჩაატარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×