რეზონანსი
24.05.2022

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებს დააბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, მაგრამ ამისთვის გადახდაა საჭირო. გვსურს დავიბრუნოთ, რაც იყო 24 თებერვლამდე. მაშინ დავჯდებით მოლაპარაკებათა მაგიდასთან" , - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსული ჯარის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება რუსეთთან მძიმე იქნება.

ზელენსკიმ ისაუბრა ყირიმისა და დონბასის უკრაინის კუთვნილებაზე, მაგრამ მისი თქმით, ახლა მთავარ ამოცანას ხედავს სამი თვის განმავლობაში დაპყრობილი რაიონების გათავისუფლებაში.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული მიწა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაინახა უკრაინის შესაძლებლობა წინ აღდგომოდა აგრესორს, მისი გამარჯვება დაიჯერა და გაერთიანდა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - მოსალოდნელი გამარჯვება კიდევ უფრო ხელშესახები გახდა.

„მსოფლიო უკრაინას სამ დღეს აძლევდა მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციისთვის, მაგრამ ხედავთ, არა სამი, არა 30 დღე, არამედ სამი თვე გავიდა. ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×