რეზონანსი
24.05.2022

გიორგი რუხაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" დარდობს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა.

„მე მაინც მგონია, რომ „ქართული ოცნება" დარდობს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა და თუ ევროკავშირი ზრდილობიანი უარით გამოგვისტუმრებს ამ ეტაპზე და ჩემი აზრით, თუ ახლა ჩავაგდეთ ეს ამბავი, სხვა ეტაპი აღარ იქნება, შესაბამისად, გამოვა რომ „ქართულმა ოცნებამ" გაუმრუდა პოლიტიკური ტრაექტორია საქართველოს. ამდენი ხანია მივდიოდით ამ ვექტორზე და ახლა, შესაძლებლობის ფანჯარა როცა გაჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ მინიმუმ არაფერი გააკეთა ამისთვის, მაქსიმუმ გააფუჭა. შესაბამისად, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ამის „პოლიტიკურად შეტენვა" რთული საკითხია ამიტომ, ეძებს უკვე ისრებს, რომ გადაამისამართოს ეს და იტყვის, რომ ან „ნაცმოძრაობამ" იმუშავა და ამის გამო მოხდა ეს, ან მათმა დასავლელმა მხარდამჭერებმა, ზოგმა ევროპარლამენტარმა, ეს უკვე გამოიკვეთა.

ჩვენ მოვისმინეთ კობახიძისგან საინტერესო განცხადებები ბოლო სამი დღის განმავლობაში. ჯერ გავიგეთ, რომ ევროპარლამენტში, „ნაცმოძრაობის" მოკავშირეები არიან და ისინი ხლართავენ ინტრიგებს. არადა რეალურად იმ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ მათთან შედიხარ ასეთ ურთიერთობებში, მერე ძნელია იმ ადამიანებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ. დღეს რატომღაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევიდა ომში, ოპოზიციამ დამნაშავედ გამოაცხადაო საელჩო და საელჩომ ახლა განმარტება უნდა გააკეთოს დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე.

ეს ყველაფერი მე მაფიქრებინებს, რომ ამ ხალხს ევროინტეგრაცია, დასავლური ღირებულებები და საქართველოს მომავალი ამ კუთხით საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ ასეთი განცხადებები ისედაც არ უნდა გააკეთო", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×