რეზონანსი
24.05.2022

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, მოიქცეს ისე, რომ მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდეს.

„მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგას. ეს არის უშუალო და გრძელვადიანი კრიზისი. თუ ჩვენ ახლა გვიჭირს 7.7 მილიარდი ადამიანის გამოკვება, რა მოხდება, როდესაც 10, 12, 13 მილიარდი გვეყოლება?" - აღნიშნა მან.

23 მაისს, გაეროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ქარიშხლის წინაშე დგას, როდესაც საქმე სურსათის კრიზისს ეხება.

„ამჟამად მსოფლიო სურსათის ფასების პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ სასუქებისა და საკვების წარმოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა სურსათის ხელმისაწვდომობის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. თუ ოდესის პორტი არ გაიხსნება, ეს მხოლოდ გაართულებს პრობლემას", - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×