რეზონანსი
24.05.2022

თბილისში, ავტობუსში მომხდარ საზარელ დანაშაულმა მთელი საზოგადოება შეძრა. შემთხვევას იმ ავტობუსის მძღოლი იხსენებს, რომელიც საჭესთან იჯდა, როდესაც 31 წლის ქალს საკუთარი მეუღლე თავს დანით დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მუხრან პაპიძემ ტრანსპორტი მგზავრების ყვირილზე გააჩერა და საზარელი სურათი იხილა. საპატრულო პოლიციაც მან გამოიძახა.

„წივილ-კივილი იყო, ახლაც ყურებში მაქვს, ცოტა მიჭირს ლაპარაკი, შოკირებული ვარ. ხალხი ჩავიდა-ამოვიდა ჩვეულებრივად, დაძვრიდან 50-100 მეტრის გავლის შემდეგ, წივილ-კივილი იყო საშინელი, ბოლომდეც ვერ მივედი, გზაზე გავაჩერე. რა ხდება-თქო ვიკითხე და დანიანი კაცია ამოსულიო. დავტოვე საჭე და გადმოვედი, ყველა ყვიროდა“, – იხსენებს "მძღოლი და ამბობს, რომ მოძალადის შეკავება ვერავინ გაბედა: „ვინ მიეკარებოდა, სამი კაცი ვერაფერს უზამდა, რამხელა ყოფილა“.

"კურიერის" ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში მომხდარი დანაშაული, ტრანსპორტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, ჩანაწერი გამოძიებამ უკვე ამოიღო. საქმეში კიდევ ერთი ვიდეომასალა დევს – მგზავრის ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს დანას გამეტებით როინ მებონია ახალგაზრდა მეუღლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×