რეზონანსი
23.05.2022

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ "ხარკოვის ხელშეკრულებებზე" ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა და დაკავების ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ხარკოვის ხელშეკრულებების" ხელმოწერა რუსეთის სასარგებლოდ - სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა. 2022 წლის 23 მაისს, გენერალური პროკურატურის პროკურორების მონაწილეობით, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო ღალატის ჩადენის გარემოებებზე განუსაზღვრა",- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში.

„მსგავსი ქმედებების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემოჭრისა და მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციის", - აღნიშნავს გენერალური პროკურატურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×