რეზონანსი
23.05.2022

გრძელვადიან თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ევროკავშირის მიღმა არ დარჩება. ეს ახლავე მოხდება თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ უკრაინისთვის შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსი და გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები რომ უნდა იყოს, ეს დანამდვილებით ვიცი, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ „ქრონიკას" განუცხადა, რომელმაც უკრაინისთვის კანიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იუსაუბრა.

„რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს სამიტზე არ იქნება უკრაინის მოთხოვნაზე - „არა". გარკვეული გზის შეთავაზება მოხდება, რაც განაპირობებს ქვეყნის ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. უკრაინას „არას" ევროკავშირიდან ვერავინ ეტყვის. ეს ნათელია. გაიმართება მსჯელობა თუ რა და როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი და ამის საფუძველს შექმნის ევროკომისიის დასკვნა. მათი მოსაზრებები ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი. დოკუმენტები მომზადების პროცესშია. გრძელვადიან თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ევროკავშირის მიღმა არ დარჩება. ეს ახლავე მოხდება თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ უკრაინისთვის შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსი და გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები რომ უნდა იყოს, ეს დანამდვილებით ვიცი", - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

წყარო: „imedinews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×