რეზონანსი
23.05.2022

ივნისის ბოლოს ევროპული საბჭოში მიღებული შედეგის მიუხედავად, ყველასთვის მკაფიო და ნათელია, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას, ევროკავშირს, ევროპულ ოჯახს და ამ გზით, თუ სხვაგვარად, უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად კონკრეტულ გზას მიიღებს. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოსა და მოლდოვაზე, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიის უზრუნველყოფა დღეს უმნიშვნელოვანესია.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის იქნება მორალური დახმარება ამ ურთულეს მომენტში. ახლა ევროკომისია ამზადებს დასკვნებს სამი ქვეყნის შესახებ და დოკუმენტის გადმოგზავნას ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ივნისში ველოდებით. ევროპულმა საბჭომ ანუ ფორუმმა, სადაც მთავრობისა და სახელმწიფო მეთაურები ვართ წარმოდგენილი, 27 ლიდერი, ვიმსჯელებთ ამ თემაზე.

ორგანიზაციაში არიან ქვეყნები, მაგალითად, სლოვაკეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი, რომლებიც კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ გადაცემას დავუჭერთ მხარს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციაში დისკუსია ამ თემაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის ახლავე გადაცემის მომხრეები ივნისის დასაწყისში შევხვდებით და მოვახდენთ ჩვენი პოზიციის კოორდინაციას. დანარჩენს საერთო მსჯელობა გადაწყვეტს. ივნისის ბოლოს ევროპული საბჭოში მიღებული შედეგის მიუხედავად, ყველასთვის მკაფიო და ნათელია, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას, ევროკავშირს, ევროპულ ოჯახს და ამ გზით, თუ სხვაგვარად, უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად კონკრეტულ გზას მიიღებს. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოსა და მოლდოვაზე.

დღეს უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიის უზრუნველყოფა. ეს არამარტო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ინტერესებშია, არამედ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

ჩვენი ინტერესია ევროკავშირში იყოს უფრო მეტი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიას ეფუძნება. მე წინასწარ არ შემიძლია პროგნოზის გაკეთება, ჯერ უკრაინა მიიღებს კანდიდატობას და მერე დანარჩენი 2 ასოცირებული, თუ სამივე ერთად - ეს მოლაპარაკებებზე და კონსენსუსზეა დამოკიდებული. მე შემიძლია დღესვე გითხრათ, რა იქნება ლატვიის პოზიცია ყველა შეხვედრაზე, სადაც ამ თემაზე იქნება მსჯელობა. ლატვია მხარს უჭერს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, რაც შეიძლება სწრაფად კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - განაცხადა ლევიტსიმ.

წყარო: „imedinews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×