
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი CEPS-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავს კვლევებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები აქვეყნებენ და ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
"ჩვენ თუ ვნახავთ ვინ არიან ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS-ის კვლევის განმახორციელებლები, ისევ წავაწყდებით ქართულ გვარებსა და სახელებს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობას იღებდა ჩვენი ქვეყნის მართვაში[....]
აქაც ისევ ის სცენარი იკვეთება, რაც იყო არა ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიბრძოდით, და ამას სხვა სიტყვა არ ერქვა, ევროპასთან უვიზო რეჟიმისთვის, ვიბრძოდით ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოსაწერად და ეს ჯგუფი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა წარმომადგენლის მეშვეობით ევროპულ ასპარეზზე ჩვენს მთავრობას კი არა, ჩვენს ქვეყანასა და ხალს მის ევროპულ გზაზე უქმნიდა ბარიერს. ამის მოწმე მეც არაერთხელ ვყოფილვარ. აქაც იგივე ხდება. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები, ევროპული ქოლგის ქვეშ აქვეყნებენ გარკვეულ კვლევას, სადაც ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს",- თქვა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.