რეზონანსი
22.05.2022

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში „ახალი ადმინისტრაციის" ხელმძღვანელის სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული მერი ანდრეი შევჩიკი და მისი დაცვის წევრები მძიმედ არიან დაჭრილები. ენერგოდარის არჩეული მერი დმიტრო ორლოვი, რომელიც ახლა ზაპოროჟიეში იმყოფება ამბობს, რომ აფეთქების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს შევჩიკზე თავდასხმა იყო.

ენერგოდარი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 50 ათასს შეადგენს, მარტის შემდეგ არის ოკუპირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×