რეზონანსი
22.05.2022

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კიევში, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

„შემაშფოთებელი ხმები დადის, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნების წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. არაფერი თქვენზე თქვენს გარეშე", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა. პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×