რეზონანსი
22.05.2022

ირინა გორდეევა და მისი მეუღლე დაჯარიმდა.

ისინი გააღიზიანა წარწერამ, რომლის შინაარსიც რუსული გემის ნაცნობი მიმართულებით გაშვებას გულისხმობს და ამის გამო დროშა ჩამოხიეს.

"მე უკრაინის დროშა არ ჩამომიხევია, მე სასამართლოში მოვედი უსამართლობის გამო, რადგან მომატყუეს და ფული წამართვეს. თქვენ პოლიტიკურ ჭრილში გადაგყავთ ეს ყველაფერი. თქვენ არ მიცნობთ, არ იცით ჩემი შეხედულებები. რატომ ვცხოვრობ საქართველოში უკვე 4 წელია? იმიტომ, რომ არ ვეთანხმები პუტინის პოლიტიკას. რუსეთი აწარმოებს უსამართლო ომს უკრაინაში და მე ამის წინააღმდეგი ვარ", - ამბობს ირინა გორდეევა.

ბიუროს თანამშრომლების მტკიცებით, მითითების მიუხედავად, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა აგრესია არ შეწყვიტეს და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ამბობენ,რ ომ არ ჩამოუხევიათ ეს დროშა, მაგრამ ზუსტად საპირისპირო მოხდა. უკრაინის დროშამ მათი აგრესია გაამწვავა. ისედაც აგრესიული იყვნენ შემოსულები და მერე გადაწყვიტეს, რომ რაღაც დაეშავებინათ", - ამბობს ელენე ხაჯიშვილი.

ცნობისთვის, ინციდენტი ბათუმში 19 მაისს მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×