რეზონანსი
22.05.2022

უკრაინა გეგმავს, მიმართოს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას რუსეთისთვის წევრი სახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Ukrinform-ის ცნობით, შესაბამისი დადგენილება უკრაინის უმაღლეს რადაში უკვე დარეგისტრირებულია.

„როგორც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) წევრი, უკრაინა ყოველთვის იზიარებდა ამ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს და ზრუნავდა კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც მდებარეობს ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვა, საჰაერო და სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავს უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. ამის გათვალისწინებით, უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის იუნესკოში ყოფნას. უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ჩამოართვას რუსეთის ფედერაციას იუნესკოს წევრი სახელმწიფოს სტატუსი", - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტს ამჟამად უმაღლესი რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×