რეზონანსი
21.05.2022

ვერავინ უარყოფს იმას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ევროპისკენ რეფორმებისა და წინსვლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ გვადარებენ არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას, არა მხოლოდ ტრიოს, არამედ უკვე გვადარებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც საკმაოდ წინ არიან და კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვთ.

როდესაც აღწევ რაღაც თამასას, მერე იშლება სრულიად ახალი ჰორიზონტი იმის, რა გაქვს გასაკეთებელი. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ ეს იყო აღიარება, რომ საქართველომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. მას შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის დაგვირგვინება უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×