რეზონანსი
21.05.2022

ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შუახნის ქალს ყირიმ-კონგოს ვირუსული დაავადება დაუდასტურდა. სოფელ ალში მცხოვრებმა ქალმა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოს მაღალი ცხელებით მიმართა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და ჩატარებული ანალიზები ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე ეჭვის საფუძველს იძლეოდა, რის გამოც პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

„კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ცხელება, ასევე, ჩატარებული ანალიზები და დაფიქსირებული ცვლილებები იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას, მით უფრო, რომ მას შეხება ჰქონდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან, აღნიშნული დაავადება კი სწორედ ცხოველის ტკიპის მეშვეობით ვრცელდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დავუკავშირდით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს და პაციენტის გადაყვანა მოხდა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა ყირიმ-კონგოს ცხელება. მსგავსი კლინიკური ნიშნებით მომართვის მეტი შემთხვევა ამ დრომდე არ გვქონია", - განაცხადა ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ინგა მაისურაძემ „ინტერპრესნიუსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×