რეზონანსი
20.05.2022

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  მშვიდებიანი მოქალაქეებისს გაყვანა დაიწყო და ეს კიდევ გაგრძელდება.

„დღეის მდგომარეობით გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქარხანაში იყო ბლოკირებული. ქარხნის მახლობლად მყოფი ან მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ მომენტში, როცა ვსაუბრობთ, ვიცი, რაც ხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, არც დღეებში, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველას გამოყვანა", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის აბსოლუტურად ყველა დამცველი გმირი ხალხია და მათ ეცნობათ, რომ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ ქარხნიდან და გადაარჩინონ სიცოცხლე. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აზოვსტალიდან" ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს იარაღი სთხოვა ქარხნის ტერიტორიის სამხედრო გზით განბლოკვისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდა, რომ „აზოვსტალის" განბლოკვა შეუძლებელი იყო სამხედრო გზით, მათ ევაკუაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ განბლოკვით დაკავდებიან შუამავლები, დასავლელი პარტნიორები. მოველაპარაკე თურქეთს, შვეიცარიას, ისრაელს, როცა დავინახეთ, რომ მისი განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×