რეზონანსი
20.05.2022

საუბედუროდ, დღეს რასაც აკეთებს ოპოზიცია, ეს არის ქვეყნის დისკრედიტაცია ერთი მიზეზით - რომ ამ ხელისუფლების დამსახურებად არ აღიქმებოდეს წარმატება, რომელიც ექნება ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ოპოზიცია დღეს არის სასოწარკვეთილი. „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი მშვიდობიანობის პერიოდში გაჩნდა ყველა სფეროში პროგრესის შესაძლებლობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ შემდგომი ნაბიჯები აღარ გადადგას. თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში და მათ არ ეთვლებათ ქვეყნის წარმატება - ასეთ შემთხვევაში ისინი საქართველოს პროგრესის წინააღმდეგნი არიან. სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისების გარდა, „ნაცმოძრაობაში" არავის გახარებია ვიზალიბერალიზაცია. ფაქტობრივად, ეწინააღმდეგებოდნენ ამას, კონკრეტული ადამიანები აგზავნიდნენ წერილს წერილზე, პირადი კომუნიკაციის არხებზე იყენებდნენ, რომ საქართველოზე რამე ცუდი ეთქვათ, მათთვის ვისაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციაზე. ასე იყო ასოცირების შეთანხმებაზეც. აქტიურად თხზავენ ყალბ ისტორიებს, თითქოს საქართველოში დრამატული სიტუაციაა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს გამორიცხავს. მე არ მგონია, რომ ეს რაღაც დიდ შედეგებს მოუტანს. უბრალოდ გაჩნდა გარკვეული პარტიკულარული ინტერესები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ევროპულ პოლიტიკურ ორგანიზაციას. მაგალითად, ვანო მერაბიშვილს რომ ედგნენ მხარში და პოლიტპატიმრად გასაღებას ცდილობდნენ, იქ გაცხადებულად იყო საუბარი იმაზე, რომ ევროპარლამენტში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ გულშემატკივრობდა მერაბიშვილს", - აცხადებს სარჯველაძე „ქრონიკასთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×