რეზონანსი
19.05.2022

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა, როდესაც სამაშველო ოპერაციაზე ვსაუბრობთ უნდა ვიყოთ მომთმენი. ჯერ ისევ გრძელდება აზოვსტალის დამცველების გადარჩენა.

"როდესაც საქმე ეხება სამაშველო და მოლაპარაკების პროცესს, უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ყველა ნიუანსი. ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან ფრთხილად ვავრცელებთ ინფორმაციას, რადგან მიმდინარეობს აზოვსტალის დამცველების გადარჩენის ოპერაცია, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. ჩვეულებრივ, ასეთ პროცესებს „სიჩუმე უყვარს"

ხშირად ჩვენი დაინტერესებული მოქალაქეები იწყებენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რადგან უნდათ დაეხმარონ ხალხს დაბრუნებაში და სამწუხაროდ, ეს ხშირად აზიანებს მოლაპარაკების პროცესს. იმ სიტუაციაში, როცა ბევრი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, უბრალოდ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და გავაცნობიეროთ, რომ თავშეკავებულები ვიქნებით ინფორმაციის გავრცელებაში". ამბობს მინისტრის მოადგილე.

მან დასძინა, რომ როგორც კი მოლაპარაკებების შედეგი იქნება, ის საჯაროდ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის (დნრ ტერიტორია) მიმართულებით.

17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყება - მარიუპოლის მცველებს მიღებული აქვთ ახალი ბრძანება, შეინარჩუნონ სიცოცხლე - განაცხადა მინისტრმა რეზნიკოვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის სამკურნალო დაწესებულებაში.

კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც, გაცვლის შემდეგ, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×