რეზონანსი
19.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ კლინიკა „ვივამედში" განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულება სცადა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს ბევრი მნახველი ჰყავს.

„ქართული სახელმწიფოს სახედ იქცა „ზარი ზემოდან", როდესაც ვიღაცის კაცის კაცმა უნდა დარეკოს, რომ კანონით კუთვნილი უფლება გამოიყენო. სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური მუშაობს ისე, როგორც ქართული ბიუროკრატია, ანუ ცუდად და გაჭიანურებულად. წინასწარ აღებული წერილობითი თანხმობების პირობებში მე და პარლამენტის ერთ-ერთი წევრი ველოდებით ვიღაცის დარეკვას პენიტენციური სამსახურიდან ან რომელიმე სხვა ჩინოვნიკისგან იმისთვის, რომ საბადრაგო სამსახურს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შეგვიშვან.

სამწუხაროა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თვეების განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ დაელაგებინა სისტემა. ეს არის სახე იმისა, თუ როგორ მუშაობს ქართული ბიუროკრატია. ის ორიენტირებულია მხოლოდ ხელოვნური ბარიერების შექმნაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, რადგან ეს არის სირცხვილი, თუმცა იმ ზიანს, რომ დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ვერ ვახერხებთ, ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×