რეზონანსი
19.05.2022

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გაათავისუფლა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, რომლებმაც როგორ ჩანს, უკრაინაში შეჭრის საწყისი ეტაპი ცუდად შეასრულეს.

განახლებაში აღნიშნულია, რომ გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც მეთაურობდა პირველ საგვარდიო სატანკო არმიას, გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ვერ დაიკავა ხარკოვი.

ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, რომელიც მეთაურობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, სავარაუდოდ, აპრილში კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრიტანეთის თავდაცვა წერს, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, თანამდებობაზე რჩება, მაგრამ გაურკვეველია, ისევ აქვს მას პრეზიდენტ პუტინის ნდობა, თუ არა.

"რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში, ალბათ, "განტევების ვაცის ძიებისა და დამალვის კულტურა" გავრცელდა. ბევრი ოფიციალური პირი, რომელიც მონაწილეობს უკრაინაში შეჭრაში, სავარაუდოდ, სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს თვიდან აიცილოს პირადი ბრალეულობა რუსეთის ოპერატიულ შეფერხებებში.

ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკვანძო გადაწყვეტილებების გადაცემას თავიანთი უფროსებისთვის. ამ პირობებში, რუსეთს გაუჭირდება ინიციატივის დაბრუნება", - წერს დაზვერვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×