რეზონანსი
19.05.2022

როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, ქართველ კოლეგებთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" დაგეგმილი „რეფერენდუმი" განიხილა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ტასი" ავრცელებს.

„მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით", - განუცხადა კარასინმა სააგენტოს.

ამასთან, „ტასის" ინფორმაციით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა" ალან გაგლოვმა სააგენტოს განუცხადა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა მოსკოვი განაცხადებს, რომ ამის დრო დადგა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „მოქმედმა პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა „რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების შესახებ, 17 ივლისისთვის დანიშნა.

წყარო: „interpressnews.ge“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×