რეზონანსი
19.05.2022

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე 19 წლის შემდეგ, საქართველოში  პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლით ჩამოვიდა. იგი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მოდის, მაგრამ "პოლიტიკასთან იქნება".

„პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“, - უთხრა "ტვ პირველს" მამალაძემ.

მამალაძემ  ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა.

მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედებოდა და 2006 წელს, თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×