რეზონანსი
18.05.2022

ყვე­ლას გვახ­სოვს 2015 წლის 13 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბა თბი­ლის­ში, როცა მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ 24 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, მათ­გან ორი - ბექა ბუ­თუ­რიშ­ვი­ლი და სერ­გი კა­პა­ნა­ძე დღემ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, ცხო­ვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი წყალ­დი­დო­ბას ემსხვერ­პლა, გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კი ვო­ლი­ე­რებს თავი და­აღ­წია და ქა­ლაქ­ში გა­იქ­ცა. სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა 13 ივ­ნისს გვი­ან ღა­მით და­ი­წყო და 14 ივ­ნი­სის დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და, რის მი­ზე­ზიც გახ­და წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი მთის მასა, რა­მაც და­ან­გრია გზის 650-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი და ჩა­ვი­და მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პოტ­ში, რის შე­დე­გა­დაც ადიდ­და მდი­ნა­რე, ღვარ­ცოფ­მა კი დე­და­ქა­ლა­ქამ­დე მი­აღ­წია.

სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა მომ­ხდა­რი­დან 3 წლის შემ­დეგ, 2018 წელს გა­იხ­სნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო პრობ­ლე­მა ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. იმ კლდი­დან, რომ­ლი­და­ნაც წლე­ბის წინ მი­წის უზარ­მა­ზა­რი ფენა და­ცურ­და, რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ახა­ლი ნაპ­რა­ლე­ბი გაჩ­ნდა.

რო­გორც გე­ო­ფი­ზი­კო­სი თეა გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, ეს პრო­ცე­სი სუ­ლაც არ არის ახა­ლი.

ექ­სპერ­ტის თქმით, მთლი­ა­ნი ხე­ო­ბა მე­წყერ­სა­ში­შია, შე­სა­ბა­მი­სად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ის ახ­ლოს ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბას უფრო ამ­ძი­მებს.

"მი­უ­ხე­და­ვად ტრა­გე­დი­ი­სა, ვე­რის ხე­ო­ბა­ში დღე­საც შენ­დე­ბა სახ­ლე­ბი. გა­ი­ცე­მა ნე­ბარ­თვე­ბი, მა­შინ როცა ყვე­ლა დას­კვნა­ში შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ ტე­რი­ტო­რი­ი­დან სწრა­ფად უნდა მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია".

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რია და სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს, რად­გან გა­რე­მო მომ­ზა­დე­ბუ­ლია, ჩახ­მა­ხი კი შე­იძ­ლე­ბა მა­სი­უ­რი ნა­ლე­ქი გახ­დეს. ახა­ლი ნაპ­რა­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაჩ­ნდა, სწო­რედ წვი­მე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იშ­ვა. არ­სე­ბობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი, რო­მე­ლიც, ექ­სპერტ თეა გო­დო­ლა­ძის თქმით, ად­გილ­ზე არ არის.

"გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ არ გვაქვს, თუმ­ცა მე­ო­რეს მხრივ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის გარ­ძლი­ე­რე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა იყოს მრა­ვალ­პა­რა­მეტ­რუ­ლი და ჯი­პი­ეს სენ­სო­რე­ბი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­დას­ცემს მო­ნა­ცე­მებს", - ამ­ბობს გო­დო­ლა­ძე და დას­ძენს:

"ჩვენ მე­რი­ას თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ, დავ­სხდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მო­ნი­ტო­რინგს ატა­რებს, არ ვენ­დო­ბით, არ ვი­ცით, იქ და­საქ­მე­ბულ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია".

პრე­ვენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­მან­ქა­ნე გზის გა­უქ­მე­ბაა.

"გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნდა გა­კეთ­დეს ხი­მინ­ჯე­ბის შე­მოვ­ლი­თი გზა, ასე­თი გზის გაყ­ვა­ნის­თვის ფული არ უნდა და­ე­ხარ­ჯათ... თუ წვი­მე­ბი გაგ­რძელ­და, მი­წის მასა მო­ი­მა­ტებს, გრა­ვი­ტა­ცი­ის ძა­ლით კი ის აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვა ქვე­მოთ, რა­საც ნაპ­რა­ლის გა­დი­დე­ბა მოჰ­ყვე­ბა. ეს შეძ­ლე­ბა მოხ­დეს ხვალ, 2 ან 10 წელ­ში, მისი კონ­ტრო­ლის­თვის კი მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მე­ბია სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე ად­გილ­ზე არაა", - ამ­ბობს გო­დო­ლა­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×