რეზონანსი
17.05.2022

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ყველა ვინც სამეწარმეო თანამდებობაზე ყოფილა, ყოფილა დირექტორი და ისეთი ხელშეკრულება დაუდია, რომელიც შემდეგ წამგებიანი აღმოჩნდა, სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონია ჩადენილი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ვისაც კომპანია აქვს ან დირექტორები არიან, ყველას დაუდია ალბათ, ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდა წლის ბოლოს, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რაც განაჩენშია და პროკურატურაშია წარდგენილი, ყველა ვინც სამეწარმეო თანამდებობაზე ყოფილა, ყოფილა დირექტორი და ისეთი ხელშეკრულება დაუდია, რომელიც შემდეგ წამგებიანი აღმოჩნდა რაღაც კუთხით, სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონია ჩადენილი, რაც აბსურდია, ყველანაირი ლოგიკით ახსნა გვიჭირს", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა ნიკა გვარამიას საქმე შეისწავლა და „ბრალდების შინაარსი გამაოგნებელი იყო", რადგან აღმოჩნდა, რომ ბრალდებას სისხლის სამართალთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა.

„ჩვენმა აპარატმა 2019 წელს შეისწავლა საქმის მასალები. როდესაც ბრალის წარდგენა მოხდა, მოგვმართა ადვოკატმა და ჩვენმა იურისტებმა დეტალურად ნახეს ამ საქმის მასალები. ჩვენთვის ცოტა გამაოგნებელი იყო ბრალდების შინაარსი. რამდენჯერმე მოხდა საკითხის შესწავლა. სისხლის სამართლის საქმეები არაერთი უნახავს ჩვენს აპარატს, მაგრამ ეს იყო შემთხვევა, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართალთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა ბრალდებას.

ჩვენმა იურისტებმა რომ ნახეს, რომ სისხლის სამართალთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მერე ნახეს საკოორპორაციო სამართალი და იქაც ვერანაირი კავშირი ვერ დავადგინეთ. ჩვენი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა არსებობს, სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში, როცა დირექტორმა შეიძლება დადოს თანხა და წლის ბოლოს შეიძლება აღმოჩნდეს რომ წამგებიანი გარიგებაა ან პირიქით, ეს სავსებით შესაძლებელია.

მთავარი საკითხი არის ის, რომ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობდა იყო ის, რომ დირექტორი დებდა კომპანიასთან ხელშეკრულებას, ეს ხელშეკრულება მოწონებული იყო იმ დროინდელი ხელმძღვანელის მიერ, ვინც იყვნენ წილის მფლობელები მათ მოიწონეს ეს ხელშეკრულება, თანხმობა განაცხადეს ამასთან დაკავშირებით, ამიტომ თეორიულ დონეზეც რომ ვთქვათ, რომ რაღაცას ჰქონდა ადგილი, დირექტორი ვერცერთ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×