რეზონანსი
17.05.2022

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიიღო უკრაინელი კოლეგისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც „აზოვსტალიდან" ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა, უპასუხოს უკრაინის მიერ გამოთქმულ მხარდაჭერის ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით თავდაცვის აღჭურვილობის, საწვავის, ჰუმანიტარული დახმარების, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება.

ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც საფრანგეთს შეუძლია უზრუნველყოს საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×