რეზონანსი
17.05.2022

მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილმა ახცადებს, ჟურნალისტებმა ერთმანეთს საქმიანობის შესრულებაში ხელი არ უნდა შეუშალონ, რადგან ეს კარგი შედეგის მომტანი არ იქნება, მსგავსი ქმედებები პროფესიული სტანდარტების დარღვევაა.

„ჩვენი მოვალეობაა, რომ ვდისტანცირდეთ მოვლენებისგან და შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი. თუ პროფესიონალიზმისგან დავიცალეთ, მგონი აღარაფერი დარჩება არც მედიისგან და აღარც ამ პროფესიისგან. ძალიან სამწუხარო ამბავია, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის პროტესტის ადგილი. ეს არანაირ კარგ შედეგს არ მოიტანს. ეს არის ხელის შეშლა და პროფესიული სტანდარტის დარღვევა. ვწუწუნებთ იმაზე, რომ გაზრდილია პოლარიზაციის ხარისხი. ასეთი რამეები ემსახურება პოლარიზაციის ხარისხის დაწევას, ეს კითხვაც დავსვათ. ეს კეთილგანაწყობს კეთილ იმ ადამიანს იმ თემისადმი, რომელსაც შენ აპროტესტებ?", - განაცხადა შორენა შავერდაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×