რეზონანსი
17.05.2022

მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, არ მგონია გამოსავალი,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„პარლამენტის მანდატის ან 3000 ლარიანი ხელფასის ხამი არავინ არის. თუ ეს იქნება კომპლექსური ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ გადადგეს და ვადაზე ადრე დავნიშნოთ არჩევნები, სიამოვნებით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, არ მგონია გამოსავალი. მოეშვას ხალხი კეკლუცს, რომ თვითონ მაგარი ბიჭია, გადააგდო მანდატი და მერე რას აკეთებს, რომ გადააგდოს“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

უმანდატო პოლიტიკოსები დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ბრძოლას მანდატების დათმობაზე საუბრით იწყებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×