რეზონანსი
17.05.2022

რუსეთს, უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა გერმანიამ. კანცლერის განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი. ოლაფ შოლცმა ყურადღება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზეც გაამახვილა.

კანცლერმა თქვა, რომ მხარს უჭერს ორი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა - პუტინი ამას არ ელოდა. ჩვენ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები და დათანხმდეს უკრაინას მოლაპარაკებების გამართვაზე, რათა კონფლიქტი გადაიჭრას.

ახლა ფინეთისა და შვედეთის მთავრობები ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას აპირებენ. ეს თავდაცვის ალიანსისა და ევროპისთვის ისტორიული მომენტია. ეს არის ორი ქვეყნის რეაგირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ამის შედეგად ევროპაში დრამატულად შეცვლილ უსაფრთხოების ვითარებაზე. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით ჩვენ ალიანსში გვეყოლება ორი ღირებული მოკავშირე, რომლებიც ნატოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებენ", - ამბობს ოლაფ შოლცი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×