რეზონანსი
17.05.2022

ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ძალის დემონსტრირებისთვის დაიჭირეს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პერსონას ეხება, არამედ საფრთხეს, რასაც „არსებული რეჟიმი წარმოადგენს“.

„იმისთვის დაიჭირეს, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ, სწორედ ეს არის ივანიშვილის ამოცანა - დემორალიზება, რომ „მე როცა მინდა, გიჭერ, ასეთ აბსურდზეც კი - შენი “ფირმის” მანქანა რატომ გამოიყენე, როდესაც მენეჯერი იყავი“. აუცილებელია, ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ავუხსნათ, რომ ეს დისკუსია არ არის იმაზე, ვის რომელი პოლიტიკური ძალა ან პერსონა მოსწონს და ნიკა გვარამიას მხარს უჭერს თუ არა, საუბარია იმ საფრთხეზე, რასაც ეს რეჟიმი წარმოადგენს ბევრი თვალსაზრისით. თუ რეჟიმს შეუძლია მისთვის არასასურველი პირის ასე უტიფრად დაჭერა, შეუძლია ნებისმიერი რამე გაუკეთოს ნებისმიერ მოქალაქეს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა, გვარამიას დაკავება ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე განაცხადის განხილვის პროცესს, ბოკერია ამბობს, რომ წევრობის შანსი არც აქამდე იყო.

„მცდარი მგონია აზრი, რომ იმიტომ დაიჭირეს, რომ ევროკავშირის წევრობა ჩაიშალოს. თითქოს იქამდე იყო შანსი. გვარამია რომ არ დაეჭირა, ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყო? - რეპრესიებს ძალაუფლების განმტკიცებისთვის მიმართავს.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს თავისუფალ სამყაროში რეალური დაბრუნების, სანამ ქვეყნის შიგნითაა ის ვითარება, რაც გვაქვს ივანიშვილის სახით, საპირისპირო მიმართულებით მივდივართ. ეს რომ ასე არ იქნება, შემდეგ გჭირდება პროაქტიული მთავრობა, რომ თავისუფალ სამყაროში ილობიროს ეს ამბავი. ქვეყნის შიგნით ვითარება პრინციპულად სხვა გეზზე გვაქვს მიმართული“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×