რეზონანსი
17.05.2022

ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან, არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, რელიგია და ქორწინება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ამ მხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და როდესაც ადამიანი უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებასაც კარგავს ადამიანი და ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილად? ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება, ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა, დღეს დადგა და ვიმეორებ, რომ ჩვენ კი არ აღვადგენთ რამე წესს, ჩვენს მამა-პაპათა მიერ მოგონილს, არამედ უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში, თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“,- განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×