რეზონანსი
14.05.2022

რუსი დამპყრობლების მიერ ხალხის წამებისა და გაუპატიურების არაერთი ფაქტის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს.

ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყველას თვალწინ გააუპატიურეს, მძიმე ისტორიას იხსენებს.

ოჯახის თვალწინ გაუპატიურებულ სუმელ ქალს რუსული ჯოჯოხეთი ახლა მხოლოდ ფრაგმენტებად ახსოვს. სექსუალური ძალადობა გოგოზე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ის ერთადერთი არაა, ვინც რუსულ ბომბებს სარდაფში გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა რუსი ჯარისკაცების სისასტიკეს. რუსმა დამპყრობლებმა ქალი ოჯახის წევრებისა და მეზობლების თანდასწრებით არაერთხელ გააუპატიურეს. მას საუბარი დღემდე უჭირს.

„შუაღამით დაბომბვის ხმა გაღვიძებს და ჩარბიხარ სარდაფში. ფსიქიკა ამ დროს უკვე შერყეული გაქვს. სახლებში შემოდიოდნენ, მე ჩემს ოჯახთან ერთად სარდაფში ვიყავი, ისინი მოვიდნენ, გვიპოვეს სარდაფში. ჩემი ძმაც იქ იყო, ყველა იქ იყო, არ შემიძლია ამის მოყოლა",- იხსენებს ახალგაზრდა ქალი ცრემლებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×