რეზონანსი
28.01.2022

დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი დაპირისპირება სხვადასხვა შრედ გროვდება და ჩაბეტონებულია. თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა - დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვარ პასუხისმგებელი ერთიანობაზე. ილუზიაა, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×