რეზონანსი
28.01.2022

ოპოზიციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსული საქმე გაკეთდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ..

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ნაწილზე, რომლეიც „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი რეზოლუციის ტექსტის ხელმოწერას არ აპირებს და მას აკრიტიკებს.

„ამ საკითხის ირგვლივ არავითარი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით სპეკულაციურია, ხშირ შემთხვევაში. მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა. ამის მცდელობები, როგორც ჩანს, კიდევ იქნება, რომ რაღაცნაირად განხეთქილების რაღაც მიზეზები შემოტანილიყო ამ სივრცეში, მაშინ როდესაც ობიექტურად ამის არავითარი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. რეალურად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთაგანი, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც მას შეიძლება, ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ესკალაციის თავიდან არიდება და იმ ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა, იმ საფრთხისა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგადად, ცივილიზებულ კაცობრიობას. რაც მეტი მოქალაქე გამოხატავს თავისებურად პოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინას რისკებს აარიდებს, არამედ ამათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და ეს პროექტი ვერ შედგეს და ნებსით თუ უნებლიეთ, ამით რუსული საქმე გაკეთდეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×