რეზონანსი
28.01.2022

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 10-15მ/წმ-ში. ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება. meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი 3 დღე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში, ტემპერატურა ღამით -4 -5 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა +6 გრადუსამდე იქნება. 29 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30-31 იანვარს კი ზოგან წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა -4 დან +10 შორის იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი.

თბილისში 31 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. -4 გრადუსამდე ყინვაა 29 იანვრის ღამით. დანარჩენ დღეებში კი ტემპერატურა -3 დან +8 გრადუსამდე შუალედში იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×