რეზონანსი
28.01.2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიას განცხადებით მწვანე ბარათს აუცილებლად მოუწევს რევიზია:

"პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიურია, რომ ინტერვენცია, რომელიც ერთი, ან თუნდაც ორი თვის წინ დაიგეგმა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა მწვანე საშვის კრიტერიუმები. ძალიან ცუდია, რომ ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და ღიად აცხადებს ზოგიერთი ბიზნესობიექტი, რომ მწვანე საშვის მოთხოვნები მისთვის არაფერს არ ნიშნავს.

მწვანე საშვმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან, ზოგადად, სიტუაცია იცვლება, ომიკრონმა ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და, ზოგადად, სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც სხვანაირი მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საკითხს დავუბრუნდებით და ანალიზიც გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. 

მთავარი არის ის, რომ რაც იქნება რეგულაცია, იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს იმგვარი, რომ ამან ხელი შუეწყოს დანერგვას, არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი და მთელი რიგი ისეთი საკითხები, რაც თავიდანვე განაპირობებს ამა თუ იმ ინტერვენციის დისკრედიტაციას" - განაცხადა გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×