რეზონანსი
26.01.2022

ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. გავაგრძელებთ მსჯელობას და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა წარმოვადგინეთ ჩვენი შენიშვნები და ეს შენიშვნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ ეს რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს უკრაინაში. სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. გავაგრძელებთ მსჯელობას და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×