
მოძალადე სისტემა, მოძალადე პოლიციელები, მონები ყველა ერთად - ამბობს, სამოქალაქო აქტივისტი და შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილე შუშანა მაცაბერიძე, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ეს ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ, თითქოს არიან უფლებადამცველები, სინამდვილეში არიან პირიქით,შელახავენ ყველა ადამიანის უფლებას, დღეს გაღიზიანდნენ სტიკერებზე.. ვახსენებთ ლაშქარავას, თემურ სტურუას, ლუკა სირაძეს ადამიანები, რომელიც მოკლა სისტემამ და არ დასჯილან ის პოლიცილები სათანადოდ. ეს აღიზიანებთ, არა "მილიცია სტიკერზე", მაგრამ ვინმეს რომ კლავენ, ცემენ,თავიანთი მუნდირის დამცველები ეგ არ აღიზიანებთ.. დღეს აქაც ვნახეთ, რომ ძალადობენ ეს ადამიანები. მოძალადეები არიან, აქაც სახე გამოავლინეს. ზოგს მუცელში გვირტყეს, ზოგს ხელები გადაუგრიხეს, ზოგს თავი არტყმევინეს" - ამბობს შუშანა მაცაბერიძე