რეზონანსი
25.01.2022

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის დღევანდელ კომენტარს განმარტავს.

უწყების განცხადებით, სამინისტროს ბრძანებით, რომელიც 11 იანვრით თარიღდება, დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა პასუხი სისტემაში ტექნიკური ხარვეზის ან ლაბორატორიის შეცდომის გამო არ აისახა.

როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში განუმარტეს, ასეთ შემთხვევაში პირმა, რომელიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. უწყების ცნობით აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:

აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;

 COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;

იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.

რაც შეეხება თარიღს, სამინისტროსი განმარტავენ, რომ 1 დეკემბერი ის რიცხვია, როცა ქვეყნის მასშტაბით კოვიდ პასპორტების სისტემა ამოქმედდა და მონაცემების განახლება ლაივ რეჟიმში აპლიკაციაშივე გახდა შესაძლებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×