
თემქაზე, სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილი დევნილის, ზურაბ ქირიას მეუღლე დევნილების დაგეგმილ პროტესტს შეუერთდება. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ნანა ახალაიამ, რომელიც იტალიიდან გუშინ ჩამოვიდა, სატელევიზიო კომენტარი პირველად გააკეთა,
როგორც ახალაიამ თქვა, სახელმწიფომ მათ ბინა იმიტომ არ გადასცა, რომ ოჯახი ემიგრაციაში იყო წასული.
რაც შეეხება მომხდარზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, ნანა ახალაიამ ამბობს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ ყოფილა, რადგან ზურაბ ქირიამ თავი პროტესტის მიზნით მოიკლა.
"ყველაფერს გავაკეთებ ნანა, ოღონდ თქვენ ყველაფერი გქონდეთ. ეს არ გაუკეთებია მარტო თავის და ჩემ გამო, ეს გააკეთა ყველას გამო. ჩემი სურვილი და თხოვნა იქნება, რადგან ეს ასე იბრძოდა ყველასთვის, რომ ნორმალურ ადამიანურ ყოფაში ვიცხოვროთ.
არ არის უბედური შემთხვევა და ნურავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. გააზრებული ჰქონდა, დაგეგმილი წინასწარ, რომ ეს გაეკეთებინა და მართლაც ისეთი ადამიანი იყო, რომ ეს მართლა გააკეთა, უბრალოდ ჩვენ რა - არაფერი, ადამიანი არ არის, შეეწირა ამ ყველაფერს და არ მინდა ეს ყველაფერი ასე დარჩეს", - თქვა ნანა ახალაიამ.